კატალოგი
032 2 11 08 11

მეზოროლერი

კანის გაახალგაზრდავება – ხელის მსუბუქი მოძრაობებით!
აღწერა

მეზოროლერის გამოყენება აუმჯობესებს კოსმეტიკურ საშუალებათა აქტიური კომპონენტების შეღწევას ეპიდერმული ბარიერის გავლით. მეზოროლერი 0,5 მმ. მიკრონემსებით კანის მექანიკური სტიმულირების ხარჯზე ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, ეხმარება დერმის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენაში. მეზოროლერის გამოყენების ეფექტი შეიძლება შევადაროთ სალონის პროცედურების შედეგებს, მაგრამ ამავდროულად, მისი გამოყენება არატრავმულია და ოჯახის ბიუჯეტისთვისაც მსუბუქი.

გამოყენება

სახლის პირობებში მოვლის სტანდარტული პროცედურა დასამუშავებელი ზომებიდან გამომდინარე, შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 წუთამდე. პროცედურის გამეორება შიძლება კვირაში 3-4–ჯერ. ნაბიჯი 1. კანის გაწმენდა. მოიშორეთ მაკიაჟი და საგულდაგულოდ გაიწმინდეთ კანი პირის დასაბანი გელის მეშვეობით, გაიმშრალეთ. ნაბიჯი 2. აქტიური ინგრედიენტების წასმა. დაიტანეთ აქტიური პრეპარატი დასამუშავებელ მიდამოზე. ნაბიჯი 3. მეზოროლერის გამოყენება. დაყავით დასამუშავებელი ადგილი ცალკეულ ზონებად (მაგალითად: შუბლი, ცხვირი, ლოყები, პირის გარშემო, კისერი). თითოეული ზონა დაამუშავეთ მეზოროლერით 10–ჯერ, ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და შემდეგ დიაგონალურად ორივე მიმართულებით. ნაბიჯი 4. მეზოროლერის მოვლა. ყოველი პროცედურის დაწყებამდე და მის შემდეგ მეზოროლერი 5–10 წამის განმავლობაში ჩაყავით 75%–იან სპირტის ხსნარში და გააშრეთ. პროცედურის ჩატარების შემდეგ მშრალი მეზოროლერის შენახვა რეკომენდებულია ფუტლიარში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პროდუქტის კოდი: # 90141

ყიდვა