კატალოგი
032 2 11 08 11
tiande product popup
მარაგშია

გელი გამდიდრებული L-არგინინითა და გლიცინით

ჩართე ტვინი და მოასწარი ყველაფერი დაგეგმილი!
აღწერა

21 საშე, x 8 გრ.

 

ცხოვრების თანამედროვე ტემპი გვკარნახობს თავის წესებს: თუ გსურთ წარმატებული იყოთ ცხოვრების ყველა სფეროში, ერთდროულად რამდენიმე ამოცანის გადაწყვეტა მოგიწევთ. სამუშო, ოჯახი, მეგობრები, ჰობი... ხშირად, ციბრუტივით ვტრიალებთ ყველაფრის მოსწრების სურვილით. შედეგად, სტრესი ხდება ჩვენი მუდმივი თანამგზავრი...

დაეხმარე საკუთარ ორგანიზმს მუდმივი, მრავალი საფიქრალის პირობებში! არგინინითა და გლიცინის გამდიდრებული გელი შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვისაც სურს ბვევრი რამ მოასწროს და განახორციელოს ცხოვრებაში.

გელი შეიცავს ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს ნივთიერებებს – ამინომჟავებს L–არგინინსა და გლიცინს, რომელთა მოქმედება გაძლიერებულია В5 ვიტამინით. კომპლექსურად მუშაობის დროს გელის კომპონენტები:

– ხელს უწყობენ ენერგეტიკული პოტენციალის მხარდაჭერას;

– დადებითად მოქმედებენ იმუნიტეტზე;

– აუმჯობესებენ განწყობას და მომართავენ პოზიტივზე;

– იძლევიან ყოველდღიური გადაღლილობითა და ინფორმაციის უწყვეტი ნაკადით გამოწვეული სტრესის დაძლევის შესაძლებლობას.

არგინინითა და გლიცინით გამდიდრებულ გელს შეიძლება ვუწოდოთ, მთელი რიგი დასახული ამოცანების გადაწყვეტის ხელშემწყობი, მრავალფუნქციური პროდუქტი. თავისი აქტიური კომპონენტების წყალობით იგი გაჩუქებთ მხნეობასა და პოზიტივს ახალგაზრდებს: შეხვედრა მეგობრებთან, გამოცდების ჩაბარება წარმატებით, სპორტული დასვენება – მასთან ერთად უფრო გაგიადვილდებათ ყველაფრის მოსწრება!

ის იზრუნებს საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანების აქტიურ ცხოვრებასა და შესანიშნავ განწყობაზე. პიკანტური გემოს მქონე გელი გახდება დიდებული მშველელი მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ ტანადობაზე. სპორტსმენებს შესძენს ძალასა და ენერგიას. მასთან ერთად თქვენი ცხოვრება ნათელი გახდება – სტრესის დონის კლების შედეგად თქვენი ორგანიზმი უფრო მედგრად დახვდება ნეგატიურ ფაქტორებს. ბად-ი არ არის წამალი.

გამოყენება

მოზრდილთათვის: ყოველდღიურად 1 საშე დილით საუზმობამდე. კურსის ხანგრძლივობა – 3 კვირა. მეტი ეფექტისთვის მიღების გაგრძელება შესაძლებელია ერთი თვის შემდეგ. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღეღამურ დოზას. საკვები დანამატის გამოყენება დაუშვებელია საკვები პროდუქტების ჩამნაცვლებლის სახით.

პროდუქტის კოდი: # 135413

ყიდვა