კატალოგი
032 2 11 08 11

SPA-ხელთათმანი

აშორებს კანს ყოველივე ზედმეტს!
აღწერა

ხელთათმანის განსაკუთრებული ქსოვილი ნამდვილად მრავალფუნქციურ საშუალებად აქცევს მას, რომელიც საგულდაგულოდ აშორებს ეპიდერმისს გარქოვანებულ ფენას, უზრუნველყოფს მასაჟის ეფექტს, ამცირებს ცელულიტის გამოვლინებას, გარუჯისთვის ამზადებს კანს.

პილინგის პროცედურის შემდეგ კანი ხდება გლუვი, მკვრივი, აბრეშუმისებრი, სუნთქავს, ხოლო შემდგომი მოვლის კოსმეტიკური საშუალებები მუშაობენ გაორმაგებული ეფექტით.

SPA-ხელთათმანი ააქტიურებს ბუნებრივი დატენიანების პროცესს. პილინგი აჩქარებს კერატინოციტების განახლებას, რომლის ზედაპირზე მდებარეობს ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორის (NMF) მოლეკულების კომპლექსი. ისინი იზიდავენ და აკავებენ სინოტივეს წყლის „ბალიშის“ შექმნით. 

SPA-ხელთათმანი დამზადებულია ცელულოზისაგან. ელასტიური მანჟეტი იძლევა მაჯაზე ხელთათმანის დაფიქსირების შესაძლებლობას პილინგის პროცედურის ჩასატარებლად მაქსიმალური მოხერხებულობით.

გამოყენება

ტანის პილინგი უნდა ჩაიტაროთ ქვემოდან ზემოთ: მასაჟის მოძრაობებით ხელისგულებიდან ზემო მიმართულებით და ფეხის ტერფებიდან მენჯ-ბარძაყის სახსრამდე, შემდეგ მოახდინეთ გულმკერდის, მუცლისა და ზურგის მასაჟი. კანის განსაკუთრებულად დელიკატური ადგილები მოითხოვენ უფრო ფრთხილ მიდგომას. პილინგის პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია არაუმეტეს ერთხელ კვირაში.

პროდუქტის კოდი: # 90155,980155

ყიდვა