კატალოგი
032 2 11 08 11

ფუნქციონალური კომპლექსი „ბაყაყურა რიბოფლავინით“

ღვიძლის დამცავი!
აღწერა

30 აბი.

 

ამბობენ, რომ თუ ადამიანს მავნე ჩვევები არა აქვს, ღვიძლზე შეუძლია არ ინერვიულოს. სინამდვილეში კი, ნებისმიერი თანამედროვე ადამიანის ღვიძლი გადაჭარბებული დატვირთვით მუშაობს. იგი ჭეშმარიტად მიიჩნევა მეორე იმუნურ სისტემად, რომელმაც უნდა გააუვნებელყოს საკვებთან, ჰაერთან, წამლებთან ერთად ორგანიზმში შეღწეული ან თვით მასში წარმოქმნილი ყველა მავნე ნივთიერება.

2000-ზე მეტი წელია ღვიძლის საუკეთესო მკურნალად და დამცველად მიჩნეულია ხალხურ მედიცინაში გამოყენებული ბაყაყურა. მასში არის ღვიძლის უჯრედების დაცვისა და გაძლიერების უნარის მქონე ნივთიერებები, მათ შორის – ნატურალურ ნივთიერებათა ჯგუფი, ფლავოლიგნანები. ისინი, ასევე, ეხმარება ღვიძლის უჯრედებს დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან განთავისუფლებაში, ხოლო მათი მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებები იცავენ ორგანიზმის სხვა ორგანოებსა და სისტემებს. ფუნქციონალური კომპლექსი „ბაყაყურა რიბოფლავინით“ – ეს ღვიძლის ეფექტური მუშაობისათვის ესოდენ აუცილებელი ფლავონოიდებისა და ვიტამინი В2–ის დამატებითი წყაროა. კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი კომპონენტები ხელს უწყობენ ღვიძლის დაზიანებული უჯრედების აღდგენას, დაცვასა და გაწმენდას. კომპლექსი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობაზე, მხარს უჭერს ნაღვლის ბუშტის ფუნქციას, ასტიმულირებს ორგანიზმის საკუთარი ანტიოქსიდანტური სისტემების მუშაობას. ბად-ი (ბიოლოგიურად აქტიური დანამატი) არ არის წამალი

გამოყენება

მოზრდილებისთვის 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის დროს. მიღების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიღების განმეორება. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ, დღეღამურ დოზას. დაუშვებელია საკვები დანამატის გამოყენება საკვები პროდუქტების ჩანაცვლების მიზნით.

პროდუქტის კოდი: # 113012

ყიდვა
აქტიური კომპონენტები
ბაყაყურა
ბაყაყურა