კატალოგი
032 2 11 08 11

DD ტონალური მაკორექტირებელი საშუალება – კუშონი

ბიუთი–ტრენდი: იდეალური ტონი და მზრუნველობითი მოვლა ახალ ფორმატში!
აღწერა

კუშონი – ბოლო წლების ერთერთი მთავარი ბიუთი–სიახლე. ამ მოდურ შეფუთვაშ  თავმოყრილია ყველაფერი ლამაზი კანისთვის: იდეალური ტონი, დატენიანება და დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

შენ შეიყვარებ ამ საშუალებას პირველი გამოყენებიდანვე! კუშონმა შეითავსა ულტრამარტივი წასმა, ნაკლოვანებებისა და ნაოჭების 100%–ანი დაფარვა, კანის ფერთან იდეალური შეხამება.

ამ რევოლუციური საშუალების შემადგენლობაში შედის აქტიური ჰიდროკომპლექსი ნატრიუმის ჰიალურონატითა და ბეტაინით, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში. კუშონი ფლობს ანტიოქსიდანტურ თვისებებს, ასევე, საიმედოდ გიცავს UF და UVA სხივების ზემოქმედებისაგან.

DD კრემი, რომლითაც გაჟღენთილია ღრუბელი – ეს არის ახალი სიტყვა კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. DD არის აბრევიატურა, რომელიც იშიფრება როგორც Dynamic Do-All ანუ „ყოვლისშემძლე დინამიური კრემი“. დასახელება ძალიან დამაიმედებელია, ხომ ასეა?

ეს საშუალება ფლობს თავისი წინამორბედების, ВВ და СС კრემების ყველა უპირატესობას: იგი ატენიანებს, უვლის, აააახალგაზრდავებს და ახდენს დაფარვას. კუშონი თავის თავში აერთიანებს ერთდროულად რამდენიმე კოსმეტიკურ საშუალებას. იგი კომპაქტური და მოხერხებულია გამოსაყენებლად, როგორც პუდრი. გააჩნია დაფარვის შესანიშნავი უნარი და ტონალური კრემის მსგავსად ფარავს ყველა დეფექტს. ამას გარდა, იგი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან! 

გამოყენება

აიღეთ სპონჟი და მცირედით დააწექით კუშონს – მიიღებთ იმდენ საშუალებას, რამდენიც საჭირო იქნება იდეალური კანის ეფექტის მისაღებად. წაისვით სუფთა და დატენიანებულ სახეზე.

პროდუქტის კოდი: # 80909/01

ყიდვა
აქტიური კომპონენტები
ვიტამინი E
ვიტამინი E
ნატრიუმის ჰიალურონატი
ნატრიუმის ჰიალურონატი