-
თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი ნიკოტინის მჟავით
შეინარჩუნე თმის ხარისხი ნებისმიერი ექსპერიმენტის შემდეგ!აღწერა
120 გრ.
თმა გცვივა? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანისათვის. სტრესი, დაავადების შემდგომი გართულებები, არაადეკვატური, უხარისხო მოვლა - ეს ყველაფერი იწვევს თმის ინტენსიურ ცვენას. თმის ცვენა შესაძლებელია შეჩერდეს. ნიკოტინის მჟავაზე დამზადებული თმის ცვენის ნიღაბი დაგეხმარებათ ამაში!
ნიღაბი ნიკოტინის მჟავით:
- უზრუნველყოფს სკალპის ნაზ თერმულ მასაჟს;
- ასტიმულირებს მიკროცირკულაციას;
- ამცირებს ჭარბი თმის ცვენას;
- აღმოფხვრის ჭარბ ცხიმს ფესვის ზონაში;
- ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას და ელასტიურობას.პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ნიაცინამიდი (ნიკოტინის მჟავა) აუმჯობესებს ბოლქვების კვებას, ამაგრებს და აღადგენს თმას.
აზიური ცენტელას ექსტრაქტის, ვიტამინის E და დამარბილებელი კომპონენტების წყალობით, ნიღაბი არა მხოლოდ კვებავს და იცავს თმას, არამედ მოქმედებს როგორც თმის კონდიციონერი, აადვილებს წყობას და უზრუნველყოფს თმის ღერების სიმკვრივეს.
თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი შედის FreshClick-ის ახალგაზრდულ ხაზში, რადგან ახალგაზრდობა ექსპერიმენტების დროა: შეიღებო თმა ვარდისფრად, გახდე შავგვრემანი მეორე დღეს, გაიკეთო დრედები და ა. ნიკოტინის მჟავით ნიღაბი სერიიდან FreshClick უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მოვლას და ზრუნვას.
გამოყენება
დაიბანეთ თმა შამპუნით და გაიმშრალეთ. შემდეგ წაისვით ნიღაბი სკალპზე, შემდეგ წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. ჩამოიბანეთ წყლით 10-15 წუთის შემდეგ. გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.