კატალოგი
032 2 11 08 11

აღმდგენი მასაჟორი ფეხებისთვის

აღწერა

თანამედროვე აქტიური ცხოვრება აიძულებს ადამიანს მუდმივ მოძრაობაში ყოფნას, ამასთან, ძირითადი დატვირთვა მოდის ჩვენს ფეხებზე. გრძნობ დაღლილობას გრძელი დღის დასასრულს? თუ პასუხი დადებითია, მაშინ მასაჟი აუცილებელია! TianDe-ს აღმდგენი მასაჟორის წყალობით სწრაფად დაუბრუნებ ფეხებს სიმსუბუქეს. მასაჟორი შედგება მყარი პლასტიკური კორპუსისა და სამ რიგად განთავსებული, მრგვალი გლუვი ბუნიკის მქონე, 12 მბრუნავი გორგოლაჭისგან. მისი მართკუთხა ფორმა და ზრდასრული ადამიანის ტერფის ზომა მაქსიმალურად კომფორტულს ხდის პროცედურას. მასაჟის დამოუკიდებლად გაკეთება მარტივია, ხოლო მისი ეფექტურობის გასაზრდელად გამოიყენე მასაჟორი TianDe-ს კრემებთან ერთად!

პროდუქტის კოდი: # 90160

ყიდვა