-
ფუნქციონალური კომპლექსი "კალცემარინი"
შეინარჩუნე ახალგაზრდობა და მოძრაობის თავისუფლება!აღწერა
ადვილად იღლები და კარგად გამოძინების შემდეგაც თითქოს დაღლილი ხარ? გაწუხებს თმის მტვრევა, ფრჩხილების აქერცვლა ან კბილების ზედმეტი მგრძნობელობა? დისკომფორტი გაქვს სახსრებში და სისუსტე მოძრაობისას? ეს ყველაფერი (და არამარტო ეს) ორგანიზმში კალცის დეფიციტზე მეტყველებს.
ფუნქციონალური კომპლექსი "კალცემარინი" ორგანიზმში კალცის ნაკლებობას ავსებს, კალცის, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველს. ასევე ორგანიზმს ავსებს ვიტამინებით, მაკრო და მიკროელემენტებით. პროდუქტი დაფუძნებულია ნატურალური კალციუმის ციტრატზე, გაძლიერებულია ვიტამინო-მინერალური კომპლექსით მისი უკეთესი შეთვისებისთვის, აგრეთვე ჰონდროპროტექტორებით, რომლებიც აუცილებელია ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციისთვის და ხრტილების ცვეთის პროცესის თავიდან ასაცილებლად.
კომპლექსი "კალცემარინი" დაგეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და მოძრაობის თავისუფლებაში!
* ბად-ი არ არის წამალი.გამოყენება
ჭამის დროს, 7-14 წლის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს დღეში, მოზრდილები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები - 3 ტაბლეტი, ორსული და მეძუძური ქალები - 4-5 ტაბლეტი, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები - 4-5 ტაბლეტი დღეში. მიღების ხანგრძლივობაა 30 დღე. 2-კვირიანი შესვენების შემდეგ გამეორება შეიძლება. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. არ არის წამალი.