-
დილის სადრენაჟო კრიონიღაბი სახისთვის
კრიოთერაპია: ყინვა კანზე. შეშუპებების გარეშე!აღწერა
50 გრ.
სახის კრიონიღაბი შექმნილია იმისათვის, რომ თქვენი ყოველი დილა იყოს სასიამოვნო, ხოლო სარკეში ანარეკლი ქორფა და შეშუპების გარეშე!
მატონიზირებელი სადრენაჟო ნიღაბი კანის დამატენიანებელი და გაგრილების ეფექტით აძლიერებს მიკროცირკულაციას, ეხმარება კანს დილის შეშუპებასთან ბრძოლაში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დერმის მდგომარეობას, ანიჭებს სიქორფეს და ლამაზ ფერს. ის უმკლავდება შეშუპებას ყველაზე "პრობლემურ" ადგილებშიც კი: თვალების ქვეშ, ლოყებზე, ნიკაპქვეშ.
ნიღბის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტების წყალობით უმჯობესდება კანის ლიმფური დრენაჟი, უჯრედები თავისუფლდება ტოქსინებისა და ზედმეტი სითხისგან.
ექსპრეს ეფექტი მიიღწევა "ლიმფოსადრენაჟო მცენარეული კომპლექსის" შემცველობის წყალობით, რომელიც გაძლიერებულია ჰამამელისის, გვირილის ყვავილების და ბეგქონდარას ექსტრაქტებით, რომლებიც ხსნის კანის სტრესს ცუდი ძილის ან ნერვული აშლილობის შედეგად, ასევე ვიტამინი E და მენთოლი გაგრილებისთვის და ტონუსისთვის.
ნიღბის ეფექტი მყისიერად იგრძნობა! მენთოლის "მყინვარე ჩხვლეტის" შეგრძნება (დამოკიდებულია კანის მგრძნობელობაზე) შეშუპების მყისიერი მოხსნის ეფექტით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ეფექტური მცენარეების კომპლექსი დაასრულებს მუშაობას კანზე, თქვენ მიიღებთ შესანიშნავ შედეგს! ნიღაბი შეიცავს აქტიური კომპონენტების მაღალ კონცენტრაციას, ამიტომ პირველად მოსინჯეთ ის კანის მცირე ნაწილზე.
გამოყენება
წაისვით ნიღაბი მთელ სახეზე ან პრობლემურ ადგილებში. ჩამოიბანეთ წყლით 3-5 წუთის შემდეგ. ნიღაბი სიფრთხილით წაისვით თვალების მიდამოზე, მოერიდეთ ლორწოვან გარსებს. არ არის რეკომენდებული პრობლემურ (ანთების აქტიურ სტადიაზე), როზაცეასადმი მიდრეკილ ჰიპერმგრძნობელ კანზე, ასევე დაზიანებულ ადგილებზე წასმა.