აღწერა
ეფექტური, კომპაქტური, მოდური - ფრჩხილის ქლიბი-გამაპრიალებელი თქვენი საიმედო ბიუთი-ასისტენტი გახდება.
ქლიბი დამზადებულია მაღალი ხარისხის მინისგან, რომლის წყალობითაც იგი დელიკატურად მუშაობს ნატურალურ ფრჩხილებთან და კანთან. სპეციალური ნაჭდევები ნაზი აბრაზიული ნიმუშით, შექმნილი ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებით, უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას.
ქლიბი-გამაპრიალებელი ფრჩხილებისთვის:
- აპრიალებს ფრჩხილის ფირფიტას და აძლევს მას სარკისებრ ბრწყინვალებას;
- უზრუნველყოფს გელ-ლაქის ეფექტს. პროცედურის დასრულების შემდეგ, ფრჩხილების ლაქით დაფარვაც კი არ მოგინდებათ - ისინი შესანიშნავია დაფარვის გარეშეც!
- შესანიშნავად იტანს დეზინფექციას და რეცხვას.